გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გასული წლის მეოთხე კვარტალში ქვეყანაში შიდა ტურიზმის მაჩვენებლის ზრდა დაფიქსირდა

16-03-2021

გასული წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.0 მილიონით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.1 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 3.1 პროცენტით მეტია 2019 წლის მეოთხე კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 610.8 ათასით განისაზღვრა, რაც 6.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2020 წლის მეოთხე კვარტალში ვიზიტორების 39.8 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 52.1 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 42.7 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 13.0 პროცენტი მოდის ქვემო ქართლის რეგიონზე, 11.0 პროცენტი - იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

საქსტატის ცნობითვე, 2020 წლის მეოთხე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (46.1 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 245.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 201.2 ათასი ვიზიტი თვეში).

2020 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 153.1 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 11.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 12.7 პროცენტით და 135.4 ლარს უტოლდება.