გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

წელს აჭარაში 25 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია და 140 კმ-ზე მეტი გზის საფარის მოწყობა განხორციელდება

16-03-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საავტომობილო გზების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძე დეტალურად გაეცნო აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაგრძელდება და სწრაფი ტემპით წარიმართება ახალი გზების და ხიდების მშენებლობა, არსებული გზების რეკონსტრუქცია და საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-მოდერნიზება.

2021 წელს აჭარაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია 25 მიმართულებით 40 კმ-ზე მეტი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, მოხდება 100 კმ გზის ბეტონირება და 25 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ასევე, განხორციელდება 230 საყრდენი კედლის მშენებლობა და 43 დამცავი ნაგებობების და წყალარინების მოწყობა.

აქტიური სამუშაოები 1-ლი აპრილიდან დაიწყება.