გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჟოზეფ ბორელი: ვისაუბრეთ საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დემოკრატიისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის

16-03-2021

ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, საუბარი იყო საარჩევნო, სასამართლო სისტემების რეფორმაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დემოკრატიისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის რეფორმას.

„მე ხაზი გავუსვი , რომ საქართველომ სასამართლო სისტემის რეფორმის დანაპირები უნდა შეასრულოს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ნდობა გაიზარდოს მოსახლეობის მხრიდან, უნდა შეიქმნას ამის საფუძვლები", - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.