გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო დინამიური გახდეს და მომავალზე იყოს ორიენტირებული ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები

16-03-2021

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახლა, კიდევ უფრო დინამიური გახდეს და მომავალზე იყოს ორიენტირებული ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები, რომ ფიზიკური დისტანცია, განსხვავებები შემცირდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მეტი შესაძლებლობები სჭირდება უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის ევროკავშირთან.

„ჩვენთვის, ეტაპობრივი და ინტენსიური ინტეგრაცია იქნება შემდეგი საეტაპო მოვლენა. საქართველო არის ევროკავშირის კარიბჭე და ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული სატრანსპორტო ჰაბი. ჩვენ დაკავშირებადობას უზრუნველვყოფთ ევროპას და აზიას შორის. ეს მიზნები ყველასთვის საერთოა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შავი ზღვის პოტენციალი სრულად უნდა იყოს ათვისებული", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.