გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჟოზეფ ბორელი: პარლამენტის გვერდის ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი და ყველამ უნდა შეიკავოს თავი პროვოკაციული რიტორიკისა და ქმედებებისაგან

16-03-2021

პარლამენტის გვერდის ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი და ყველამ უნდა შეიკავოს თავი პროვოკაციული რიტორიკისა და ქმედებებისაგან და კომპრომისები ვიპოვოთ, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა მოთამაშე საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს პირველ ადგილზე უნდა ყენებდეს.

„ნათელია, რომ ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა უწყება, ყველა მოთამაშე უნდა ყენებდეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს პირველ ადგილზე. ყველა პოლიტიკური პარტია საერთო საფუძველზე უნდა მუშაობდეს მომავლისთვის და მთავრობამ უნდა გამოიჩინოს კლასიკური ლიდერობა და მთავრობამ პასუხისმგებლობა განსაკუთრებით უნდა იგრძნოს, რომ სამომავლო გზები ვიპოვოთ და პარლამენტის გვერდის ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი და ყველამ უნდა შეიკავოს თავი პროვოკაციული რიტორიკისა და ქმედებებისაგან და კომპრომისები ვიპოვოთ", - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.