გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნათია თურნავა: ვალდის დომბროვსკისის საქართველოში სტუმრობა ძლიერი მესიჯია ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად უჭერს მხარს ჩვენს ქვეყანას

17-03-2021

საქართველოს ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი ეწვევა, რომელიც ზაფხულში დაგეგმილი ასოცირების წევრი ქვეყნების ეკონომიკური მინისტერიალის ფარგლებში ჩამოვა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული.

„მნიშნელოვანია, რომ მან თანხმობა მოგვცა, საქართველოში გვესტუმროს ამ ზაფხულს, როცა ასოცირების წევრი ქვეყნების ეკონომიკური მინისტერიალის ჩატარება იგეგმება. ის ფაქტი, რომ ვიცე-პრეზიდენტი პირადად აპირებს ჩვენთან სტუმრობას, ძლიერი მესიჯი იქნება ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად უჭერს მხარს საქართველოს, როგორც თავის პარტნიორს, თავის დასაყრდენს", - განაცხადა ნათია თურნავამ.