გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არდადეგების დასრულების შემდეგ სკოლებში მონიტორინგი განახლდა

17-03-2021

საგაზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეებისთვის სკოლებში სახელოვნებო წრეები და სპორტული კლუბები განახლდა. შესაბამისად, 15 მარტიდან ყველა მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს სხვადასხვა არაფორმალურ აქტივობაში.

სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, ამჯერად ქვემო ქართლს ეწვიადა რუსთავისა და მარნეულის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ ინფექციის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, არდადეგებიდან საკლასო ოთახებში დაბრუნებამდე მასწავლებლებს Covid-ტესტირება ჩაუტარდათ. ამასთან, სკოლები სრულად უზრუნველყოფილია ჰიგიენური რესურსებისა და დამცავი საშუალებების მარაგით.