გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ეკატერინე ტიკარაძე: 17 მილიონი ადამიანიდან, რომლებმაც „ასტრაზენეკათი" გაიკეთა ვაქცინაცია გართულება მხოლოდ 40 ადამიანს აქვს

17-03-2021

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ ვართ უშუალო კონტაქტზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და ასევე მარეგულირებელთან, რომელიც მოგვიწოდებს, რომ არ უნდა შევწყვიტოთ ვაქცინაციის პროცესი.

მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ 17 მილიონი აცრილი ადამიანიდან, რომლებმაც „ასტრაზენეკა“-თი გაიკეთა ვაქცინაცია გართულება აქვს მხოლოდ 40 ადამიანს და ეს რიცხვი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ დღესდღეობით ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს „ასტრაზენეკა“-თი ვაქცინაციის შეჩერება“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.