გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში მამაკაცი დაიწვა

21-11-2017

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად მამაკაცი დაიწვა.  უბედური შემთხვევა 19 ნოემბერს მოხდა. 

თვითმხილველები ყვებიან, რომ ღამით დაახლოებით, 11 საათისთვის სირენების ხმა გაიგეს, რა დროსაც დენი გამოირთო. გარეთ გასულებმა კი ერთ-ერთ საცხოვრებლის ბინიდან ცეცხლის ალი შენიშნეს.

მეზობლებმა ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ შუახნის მამაკაცი ბინაში მარტო ცხოვრობდა. ადგილზე მისულ  სამაშველო ბრიგადას ბინა ცეცხლის ალში გახვეული დახვდა. ადგილობრივებით თქმით, სამაშველო ბრიგადას მამაკაცის ნაწილების პოვნა გაუჭირდათ. 

"მარტო ცხოვრობდა და ალაბთ, დარჩე რამე ჩართული. მხოლოდ გვამის ნაწილები იპოვეს მაშველებმა", - ამბობენ თვითმხილველები. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული. 


წყარო: "ქუთაისიპოსტი"