გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველას საერთო რჩევა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გამონახონ სართო ენა და ჩვენ ყველამ ერთად, პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტში გავაგრძელოთ

17-03-2021

ყველას საერთო, კონსოლიდირებული, რჩევა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ სართო ენა, და ჩვენ ყველამ ერთად, პოლიტიკური ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსხვავებული პოზიცია არავის დაუფიქსირებია.

დღეს მე მქონდა ევროპარლამენტში შეხვედრები. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან იმ ხალხთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოს უკეთესი მომავლით. ყველას საერთო, კონსოლიდირებული, საერთო რჩევა არის შემდეგი - რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ სართო ენა, და ჩვენ ყველამ ერთად, პოლიტიკური ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია. არავის არ დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია. მე მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, სულ ახლახანს მქონდა საინტერესო საუბარი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ მაკალისტეთან და ჩვენს სხვა მეგობრებთან, რომლებიც რეალურად დაინტერსებულები არიან ჩვენი ქვეყნის მომავლით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.