17-03-2021
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ ზუგდიდში მდებარე ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 და აფხაზეთის №12 საჯარო სკოლები მოინახულეს. მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრი სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდნენ, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ და სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
შეხვედრაზე COVID-19-ის პანდემიის პირობებში სკოლებში არსებულ მდგომარეობასა და განახლებული სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში გაგრძელებისთვის განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სასწავლო დაწესებულებები სრულად უზრუნველყოფენ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ არსებულ რეკომენდაციებს.
სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითდა საქველმოქმედო ფონდი სარაჯიშვილის მხარდაჭერით აფხაზეთის აღნიშნულ საჯარო სკოლებს კომპიუტერები გადაეცათ.
სამინისტროს პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლების კომპიუტერიზაციის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.