გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბექა ოდიშარიამ, პარლამენტის წევრებთან ერთად, მუსლიმ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

17-03-2021

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის წევრებთან ერთად, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმში, პარლამენტის სახელით, აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ბექა ოდიშარიამ მიულოცა და საჩუქრად ქართული ტრადიციული ნუგბარი გადასცა.

„როგორც საქართველოში, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ მრავალსაუკუნოვან მოძმე ერს, მინდა გულით და სულით მივულოცო ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული. ვფიქრობ, ნიშანდობლივია, რომ საქართველოს პარლამენტი დღეს აზერბაიჯანელი ხალხის ძმობის გამოსახატად, წარმოდგენილია ყველა კომიტეტის წარმომადგენლით და ქალთა მრავალრიცხოვანი დეპუტაციით. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ უკვე მეხუთე წელია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის გარდა, ვარ კრწანისისა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, სადაც თავმოყრილია აბსოლუტურად თანასწორუფლებიანი თანამოქალაქეების, აზერბაიჯანელი მოსახლეობის ძალიან დიდი თემი. როდესაც ვსაუბრობთ ეთნიკურ უმცირესობაზე, ეს ალბათ პირობითი ცნებაა, რადგან ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები. მინდა გადავუხადო დიდი მადლობა ყველა იმ საზოგადო მოღვაწეს, ფილოსოფოსს, ხელოვანს კულტუროლოგს და სხვებს, ისეთებს, როგორებიც იყვნენ ფათალი ახუნდოვი და აკაკი წერეთელი, რომელთაც სამარადჟამოდ დააკავშირეს ჩვენი ერები, არა მხოლოდ პოლიტიკურად და გეოსტრატეგიულად არამედ, კულტურულადაც. მოგეხსენებათ, „ლენქორანის ხანის ვეზირი" „ხანის ვეზირის" სახელწოდებით, თარგმნა აკაკი წერეთელმა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ ახლო იყო ის აზერბაიჯანულ კულტურასთან. ჩვენ, მივყვებით ამ სტრატეგიულ ძმობას და მეკავშირეობას. აქ წარმოდგენილია ახალგაზრდა თაობა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მათ მომავალ დაახლოებას. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ", - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

ღონისძიება, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსა და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის სახლ-მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა.