გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბესიკ ამირანაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

18-03-2021

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბესიკ ამირანაშვილმა, რეგიონის მასშტაბით განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობა, 2021 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახული პროექტები, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ზოგადი პარამეტრებისა და სოციალური პროგრამების მიმართულებები განიხილა.

აგრეთვე სამუშაო შეხვედრაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამსახურის უფროსმა, ანგარიში წარუდგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, რეგიონში განხორციელებული პროექტების შესახებ და გააცნო სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.

შეხვედრას ექვსივე მუნიციპალიტეტის მერები, რწმუნებულის მოადგილეები და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.