გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც გააუმჯობესებს, როგორც სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს, ისე - პირველადი ჯანდაცვის სერვისებს

18-03-2021

ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის ამბულატორიების აღჭურვა დაფინანსდება, - განკარგულებას, რომლის საფუძველზეც სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა განხორციელდება, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება.

„ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც გააუმჯობესებს, როგორც სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს, ისე - პირველადი ჯანდაცვის სერვისებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.