გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი ნატოში გამართულ შეხვედრებზე: კიდევ ერთხელ მოხდა შეჯამება იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მივაღწიეთ

18-03-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ნატოში გამართული შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მოხდა შეჯამება იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით მიაღწია.

მთავრობის მეთაურმა, რეფორმების განხორციელების პროცესში ჩართულ საჯარო მოხელეებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ნატოში გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი. კიდევ ერთხელ მოხდა შეჯამება იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ყველამ ერთად მივაღწიეთ თავდაცვის, უსაფრთხოების მიმართულებით. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.