გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 7 ერთეული გლოკის ტიპის პისტოლეტი ამოიღო

18-03-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ე.კ. და 1994 წელს დაბადებული თ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე დააკავეს.

დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ხ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების მიზნით ე.კ.-ს 7 ცალი “გლოკის” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდები გადასცა.

სამართალდამცველებმა ე.კ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას 7 ცალი “გლოკის” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდები ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.