გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გერმანიის ელჩი: ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, რომ ვინმე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

18-03-2021

გერმანიის ელჩის საქართველოში, ჰუბერთ კნირშეს განცხადებით, მას არ მოუსმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, რომლითაც ვინმე საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

მისი თქმით პოლიტპატიმრები არიან ბელორუსში, რომლებიც ოფიციალურად ევროკავშირმა პოლიტპატიმრებად აღიარა.

გერმანელი დიპლომატის განცხადებით ევროკავშირის სურს, რომ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შევიდნენ.

ჰუბერტ კრინშემ ეს განცხადებები გადაცემა „უცნობის კიდობანში“ გაკეთდა.

„ევროკავშირის ყველა ქვეყნისა და თვითონ ევროკავშირის პოზიცია არის, რომ პარტიები, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, უნდა შევიდნენ პარლამენტში და აქ საუბარი არ არის ახალ არჩევნებზე. ასევე, თქვენ ახსენეთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება... ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, რომ ვინმე ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“ - განაცხადა ჰუბერტ კნირშემ.