გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან დავითაშვილი: საქართველო უახლოვდება თავის სტრატეგიულ მიზანს, ევროკავშირში ინტეგრაციას

18-03-2021

„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ძალიან წარმატებულ ვიზიტს. ვიზიტის ფარგლებში, იყო შეხვედრები როგორც ევროკომისიასთან, ისე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სტრატეგიული ხაზის და იმის, რომ საქართველო უახლოვდება თავის სტრატეგიულ მიზანს - ევროკავშირში ინტეგრაციას. ხაზგასმით იყო აღიარებული, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები კონკურენტულ გარემოში, რომელიც დადასტურებული იყო ეუთო-ოდირის დასკვნაში. საბჭოს ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოს პროგრესის შესახებ ევროპასთან ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესრულების კუთხით. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და პროგრესისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს.