გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ნათია თურნავა: ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში შევძლებთ, საქართველოში ნაწარმოები აკვაკულტურა ევროპულ ბაზრებს მივაწოდოთ

18-03-2021

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნაწარმოები სულ უფრო მეტი სასაქონლო ჯგუფია

წარმოდგენილი ევროპულ ბაზრებზე, ევროპელ მეგობრებთან განვიხილავთ არსებული ვაჭრობის უფრო მეტი გაფართოებას და გვსურს, ახალი ჯგუფები გამოიკვეთოს და ერთობლივად შევუწყოთ ხელი მათ გატანას ევროპის ბაზარზე, - მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი არის აკვაკულტურა, რომელიც საქართველოში იწარმოება და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში შევძლებთ მივაღწიოთ მის წარმოდგენას ევროპულ ბაზრებზე" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხების შეფასებისას განაცხადა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპელ კოლეგებს ასევე გააცნო ის პრობლემები, რომლებიც საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს ხარისხის შესატყვისობის რეგულაციების დანერგვაში, მათ შორის ლაბორატორიულ ტესტებთან დაკავშირებით.


„ჯერჯერობით ჩვენი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა არ არის იმ დონეზე, რომ აქ პროდუქტის ხარისხის ყველა აუცილებელი ტესტი იყოს გაკეთებული, შესაბამისად, ევროკავშირს ვთხოვეთ დახმარება, რომ ჩვენთან, ადგილზე გაიმართოს ლაბორატორიები და მცირე ბიზნესს არ უწევდეს სინჯების გაგზავნა საზღვარგარეთ დამატებითი ხარჯებით" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.