22-03-2018
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.რ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის111,108-ე მუხლით დამნაშავედ სცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. ფოთში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ვ.რ.-მ კონფლიქტის დროს, მეუღლეს - ზ.შ.-ს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ზ.შ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ვ.რ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვ.რ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.