გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი სახოკიამ ლანჩხუთში მრავალფუნქციური საწარმო Keto's Café მოინახულა

19-03-2021

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან ლუიზა ვინტონთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მრავალფუნქციური საწარმო Keto's Café მოინახულა, რომელმაც ფუნქციონირება აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობით დაიწყო.

ტურის ფარგლებში ლუიზა ვინტონი, სოფელ აცანაში იმყოფებოდა, სადაც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ გამოყოფილი გრანტით მოეწყო მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასა და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში შორის ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, მუნიციპალიტეტში ხორციელდება ორი პროექტი:

,,გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავება" და „ტურისტული მარშრუტები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის". პროექტების განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტმა გრანტის სახით 309 890 ლარი მიიღო.

გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისთვის გამოყოფილი იქნა გრანტი 250 000 ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტის მიერ მომზადდა პროექტი „ტურისტული მარშრუტები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური განვითარების გაძლიერებისთვის", რომლის მთლიანი ბიუჯეტი 67 040 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო აცანისა და ჩოჩხათის თემებში. აცანის თემში მოეწყო ორი ფანჩატური, შუა ცეცხლის ფაცხა, დახლ-მაგიდები, სველი წერტილი, ტურისტული ტერიტორიის მიმდებარედ შეკეთდა წყლის წისქვილი, ხიდი, მიყვანილ იქნა ელექტროენერგია. ასევე, ჩოჩხათის თემში მოეწყო ორი ფანჩატური, სველი წერტილი, დახლ-მაგიდები, განხორციელდა ტერიტორიის განათება, შეძენილი იქნა ჯომარდობისთვის საჭირო ინვენტარი.