გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ლევან რატიანი: 27 წლის ექთნის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

19-03-2021

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთნის მდგომარეობა კრიტიკულია და სამწუხაროდ ნებისმიერ დროს შესაძლებელია კვლავ გულის გაჩერებით დასრულდეს.

ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში მან ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული მდგომარეობა ანაფილაქსიური შოკით არის გამოწვეული.

„მინდა გითხრათ, რომ ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია სავარაუდოდ, როგორც ირკვევა ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შესაძლებელია ჩვენდასამწუხაროდ კვლავ გულის გაჩერებით დასრულდეს“ - გამაცხადა ლევან რატიანმა.