გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

წელს აჭარაში 2100 ჰა ფართობი სასოფლო-სამეურნეო მიწა უსასყიდლოდ დამუშავდება

19-03-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და აგროსერვისცენტრის ხელმძღვანელ პირებთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს გასულ წელს განხორციელებულ და 2021 წელს დაგეგმილი პროგრამების შესახებ.

გრძელდება სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნა. პროგრამა აპრილის თვიდან დაიწყება და 2100 ჰა ფართობი დამუშავდება. აღსანიშნავია, რომ პირველად, კოვიდ პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე, განხორციელდა უსასყიდლოდ მიწის დამუშავების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ათწლეულების განმავლობაში დაუმუშავებელი მიწების დახვნა განხორციელდა.

„სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის" საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება 15 პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება - შენახვა - რეალიზაციის მიმართულებით. 2020 წელს, ამავე პროექტით დაფინანსდა 18 პროექტი და დასაქმდა 100 მდე ადამიანი.

ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტყის მდგრადი მართვის ღონისძიებებზე. ტყეების მდგრადი მართვის მიზნით გატარდება ზომები ტყის სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.