გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის ევროკომისარმა სტელა კირიაკიდისმა, COVID-19-სა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს

20-03-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის ევროკომისარ სტელა კირიაკიდისს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა COVID-19-ზე და პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად გადადგმულ ნაბიჯებზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს, პანდემიით შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

ასევე, ისაუბრეს ვაქცინაციის მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ საქართველომ, COVAX-თან ინტენსიური თანამშრომლობით, ვაქცინის პირველი დოზები უკვე მიიღო და დამატებით მოცულობას, უახლოეს მომავალში ელოდება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, როგორც უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან, ასევე პარტნიორ სახელმწიფოებთან და აღნიშნა, რომ ამ პროცესში, ევროკავშირის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე და წარმატებით განხორციელებულ პროექტებს.

ვიდეოკონფერენციაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია მონაწილეობდნენ.