გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდნენ

20-03-2021

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და გვარდიის სხვა ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ქართველ სამხედროებს საერთაშორისო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს ასევე საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, დიეგო კოლასმა და თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დანი პიტმა.

ეროვნული გვარდიის მეექვსე ნაკრები ოცეული ევროკავშირის საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა MOANA-MPOKO - ზე ასრულებდა. მათ მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა. ქვედანაყოფი როტაციის პრინციპით ასევე ეროვნული გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ჩაანაცვლა. საქართველოში დაბრუნებამდე ქართველი მშვიდობისმყოფელები მისიის მეთურმა, ბრიგადის გენერალმა პაულო აბრეუმ მადლობის სიგელებითა და მედლით - სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის - დააჯილდოვა.