გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გასაუმჯობესებლად ერთიანდებიან

21-03-2021

ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი დაეხმარებიან საქართველოს ბავშვებს, იცხოვრონ დაცულ და მზრუნველ ოჯახურ გარემოში და ხელი მიუწვდებოდეთ ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე.

პროექტის „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში" მიზანია დაეხმაროს მთავრობას ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებაში, მათ შორის, დაგეგმილი ღონისძიებების დეცენტრალიზაციაში, ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების პატივისცემისა და დაცვის გაუმჯობესების მიზნით.

პროექტს განახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი, საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი სამწლიანია და მისი საერთო ბიუჯეტია 2 მილიონი ევრო.

"ევროკავშირი მოხარულია კვლავ ითანამშრომლოს გაეროს ბავშვთა ფონდთან და ამჯერად დაეხმაროს საქართველოს უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტის, ბავშვის უფლებათა კოდექსის, განხორციელებაში. ჩვენი ერთობლივი პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ბავშვებს გადავიდნენ ინსტიტუციებიდან ოჯახურ გარემოში და გააძლიერებს მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვზე მორგებულ მიდგომებს. პროექტი ინტენსიურად იმუშავებს ადგილობრივ მთავრობებთან და მუნიციპალურ სოციალურ მუშაკებთან, რათა დაუცველ ბავშვებს და ოჯახებს ხელი მიუწვდებოდეთ აუცილებელ მომსახურებებთან. ბავშვთა უფლებები, ისევე როგორც სხვა უფლებები, არ ექვემდებარება გადახედვას. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობას ქართველ პარტნიორებთან ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით", განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

„ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს მზუნველ ოჯახურ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა. ახალი პარტნიორობა ევროკავშირთან შესაძლებელს გახდის ოჯახების მხარდამჭერი მომსახურებების განვითარებას და გაძლიერებას," განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „პროექტი ასევე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებას. ჩვენ მადლიერი ვართ ევროკავშირის, საქართველოში ბავშვთა უფლებების, ბავშვთა დაცვის და მართლმსაჯულების სისტემების გაძლიერებაში განუხრელი მხარდაჭერისათვის."