გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვქმნით თანასწორ ადამიანთა საზოგადოებას, სადაც ვითვლით არა ქრომოსომებს, არამედ ერთმანეთისთვის გაწეულ შრომას და ერთად მიღწეულ მიზნებს

21-03-2021

დღეს მთელ მსოფლიოსთან ერთად, ჩვენც განსაკუთრებული გრძნობებით აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ჯანდაცვის, განათლების, სოციალური და დასაქმების პოლიტიკის მიმართულებებით არაერთი ნაბიჯი გადადგა დაუნის სინდრომის მქონე თანამოქალაქეთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშესაწყობად, თვითრეალიზაციის პირობათა შესაქმნელად.

„და მაინც, ჯერ კიდევ ბევრი შრომა გვმართებს ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის, სტიგმებისა და მცდარი შეხედულებების დასაძლევად, და ამავდროულად, დაუნის სინდრომის მქონე ჩვენს მოქალაქეთა უფლებების განსამტკიცებლად, მათი მეტი ჩართულობისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ჩვენ ვქმნით თანასწორ ადამიანთა საზოგადოებას, სადაც ყველას, განურჩევლად ნებისმიერი განსხვავებისა, ერთნაირად აქვს გზა ხსნილი საგანმანათლებლო, შემოქმედებით, სპორტულ, ბიზნესისა თუ საჯარო სფეროებში მონაწილეობისთვის; სადაც ყველას შეუძლია ქვეყნის სასიკეთოდ იშრომოს და ღირსეულად იცხოვროს ახლობლების გარემოცვაში. სადაც ჩვენ ვითვლით არა ქრომოსომებს, არამედ - ერთმანეთისთვის გაწეულ შრომას და ერთად მიღწეულ მიზნებს, - აღნიშნა პრემიერმა.