გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი“ – მერიას პეტიციით მიმართავენ

22-03-2018

თბილისში, მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევისა და ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების მოთხოვნით ელექტრონული პეტიცია შეიქმნა. პეტიციას, რომელიც 21 მარტს, Manifest.ge-ზე გამოქვეყნდა, ამ დროისთვის 1100-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. პერტიციის ადრესატი თბილისის მერიაა.

„მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი. არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა, ყველაზე ლამაზი გახდება მთელს დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის“, – წერს ლადო გოგოლაძე, რომელიც პეტიციის ავტორია.

34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს. 23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცხინვალში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ტატუნაშვილი წამებით მოკლეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, მამაკაცი გულის უკმარისობით დაიღუპა.

ქართული მხარე, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახი და საქართველოს საპატრიარქო ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. საბოლოოდ, ცხედარი „წითელი ჯვრის“ ჩართულობით ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარეს. წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც სპეციალისტების განცხადებით, დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, შაბათს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდის სასაფლაოზე სამხედრო წესით დაკრძალავენ.

 reginfo.ge