გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი მესაზღვრეებს სასაზღვრო ძალების პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს

21-03-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მესაზღვრეებს სასაზღვრო ძალების პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო და, ამავე დროს, საპატიო მისიაა, იდგე შენი ქვეყნის სადარაჯოზე და იცავდე შენს მიწა-წყალს.

„საქართველოს სასაზღვრო ძალების პროფესიულ დღესასწაულს – მესაზღვრის დღეს ვულოცავ ჩვენს მესაზღვრეებს. ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო და, ამავე დროს, საპატიო მისიაა, იდგე შენი ქვეყნის სადარაჯოზე და იცავდე შენს მიწა-წყალს. სწორედ ჩვენი მესაზღვრეების ვაჟკაცობასა და პატრიოტიზმზე დგას ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება, ჩვენი ხალხის სიმშვიდე. მინდა მადლობა ვუთხრა მათ, რომ ასე თავდაუზოგავად და ერთგულად ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ მესაზღვრეს! მშვიდობას, წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის თითოეულ გუშაგს!", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.