გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: არსად წასვლას არ ვაპირებ, მათ შორის არც პოლიტიკიდან!

22-03-2021

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მისი გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებთან პირველად გამოჩნდა და კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს არსად წასვლას , მეტიც ის არც პოლიტიკიდან წავა.

"მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„მალე შევხვდებით“. ამ სიტყვებით დაემშვიდობა გიორგი გახარია ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრობის პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა.