გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ღოღობერიძე: თუ ჩვენ ვაქცინას არ ავირჩევთ, დაგვჭირდება 4-5 წელი და დავკარგავთ 15 000 ადამიანს

22-03-2021

ბიოქიმია-ონკოლოგიის რეზიდენტის , ფარმაკოლოგიის ლექტორის გიორგი ღოღობერიძის განცხადებით, თუ არ გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი, ვირუსის დაძლევას 4-5 წელი დასჭირდება და დაახლოებით 15 000 ადამიას იმსხვერპლებს.

„თუ ჩვენ ვაქცინას არ ავირჩევთ და გავაგრძელებთ ვაქცინის გარეშე მსვლელობას, დაგვჭირდება დაახლოებით 4-5 წელი და დაახლოებით 15000 ადამიანის დაკარგვა. მეორე მხარეს ეს არის საკუთრივ ვაქცინაცია. სამწუხაროდ აქაც გვაქვს ჩვენ დანაკარგი, ჯერ-ჯერობით ერთი ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ თუ გაიზრდება ჯანდაცვის ხარისხი ამ კუთხით, ჩვენ შეიძლება მეტი ადამიანი არ დავკარგოთ და ვაქცინაციის ხარჯზე ის 15 000 აღარ გავწიროთ, რომელიც შეიძლებოდა შეწირულიყო COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლის დროს“ - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.