გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისელმა სოციალურად დაუცველმა თავშესაფარში ცხოვრებას ვაგონში დარჩენა არჩია

22-03-2018

ქუთაისში, სამგზავრო ვაგონში მცხოვრებმა ნათელა ხუჭუამ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრებაზე უარი განაცხადა.
მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრებას სოციალურად დაუცველმა ვაგონში ყოფნა არჩია. მიზეზი მისთვის შეთავაზებული ოთახია, რომელსაც აივანი არა აქვს. 

იმერეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის, ნინო ჭიღლაძის თქმით, ნათელა ხუჭუამ ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონში ცხოვრებაზე უარი თავად განაცხადა. 

" მას არ მოეწონა ოთახი რადგან არ ჰქონდა აივანი და თავისივე სურვილით ამოეწერა ბენეფიციართა სიიდან, რის შემდეგაც ისევ თავის საცხოვრებელ ვაგონში დაბრუნდა," - ამბობს ნინო ჭიღლაძე.

ჭიღლაძის განმარტებით,  ნათელა ხუჭუამ წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონში ცხოვრების უფლება 2018 წლის 26 იანვარს მიიღო, ხოლო პანსიონი თავისივე დაგადაწყვეტილებით 22 თებერვალს დატოვა.

" ხანდაზმულთა პანსიონი იმ ოთახს შესათავაზებდა, რომლის საშუალებაც ჰქონდა.  როდესაც გადაწყვიტა პანსიონის დატოვება ჩვენ ვეცადეთ გამოგვეძებნა სხვა გზები, მაგრამ მაინც არ ისურვა დარჩენა," - ამბობს ნინო ჭიღლაძე.

მოხუცთა თავშესაფრის დატოვების შემდეგ , ნათელ ხუჭუამ სოციალურად დაუცველი სტატუსის ხელახალ მინიჭებაზე შეიტანა განაცხადი, რადგან კანონით, როდესაც ბენეფიციარი სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშაა  მას ფულადი დახმარება აღარ ერიცხება. ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრში განმარტავენ, რომ ბენეფიციარის განცხადება უკვე დარეგისტრირდა.

63 წლის ნათელა ხუჭუა უკვე 20 წელია მატარებლის მიტოვებულ ვაგონში ცხოვრობს.ერთი საწოლი და სკამი, შეშის ფეჩი, კედლებზე აკრული ხის ნაჭრები, ოჯახის გარდაცვლილი წევრების ფოტოები – ეს ის ნივთებია, რომელსაც ნათელა ხუჭუას საცხოვრებელ ოთხში ნახავთ.

მან გაუსაძლისი პირობების გამო ხანდაზმულთა პანსიონში ცხოვრების სურვილი თავად გამოთქვა. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ თუ ის კვლავ გადაწყვეტს პანსიონში დაბრუნებას, უფლება აქვს განაცხადი თავიდან გააკეთოს.

"ქუთაისიპოსტი"