გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტყიბულში ახალი მე-4 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

22-03-2021

ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ყოფილი მე-4 ბაღის ტერიტორიაზე აშენდა. 50 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 739 200 ლარი გამოიყო.

საბავშვო ბაღში მოეწყო სათამაშო, სასადილო და საძინებელი ოთახები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, აღიჭურვა ახალი ინვენტარით. შენობა და მიმდებარე ტერიტორია ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობაც.

თანამედროვე სტანდარტების შენობა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძე და მერის მოადგილემ სოფიო ბოჭორიშვილმა დაათვალიერეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალ გარემოში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდიანერეობას გაეცნენ.