პარასკევი, მაისი 30, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ბრალდებულ ნ.მ.-ს საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება

22-03-2021

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ ნ.მ.-ს ოჯახის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას და განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს პატიმარს ოპერაცია ესაჭიროება, მაგრამ პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო ყურადღება არ ექცევა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე, ბრალდებული საჭიროების შესაბამისად უზრუნველყოფილია სათანადო სამედიცინო მომსახურებით.

"ამასთან, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში არაერთხელ არის გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც როგორც ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები, ასევე მაღალტექნილოგიური სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. მათ შორის ბოლოს იგი 2021 წლის 26 თებერვალს გაყვანილ იქნა „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში", სადაც ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, კარდიოქირურგის და პულმონოლოგის კონსულტაცია; დიაგნოზი: აორტის სხვა თანდაყოლილი ანომალიები; აორტის ნაკლოვანება (ზომიერი); გულის უკმარისობა. დასკვანა: ამ ეტაპზე, მწვავე კარდიოლოგიური ან პულმონოლოგიური პრობლემა არ ვლინდება, აორტული სარქვლის ზომიერი ნაკლოვანება ოპერაციული ჩარევის ჩვენებას არ წარმოადგენს, მაგრამ, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა სტრეს ექოკარდიოგრაფიის ჩატარება, რისთვისაც ბრალდებულის გაყვანა სპეციალიზებულ სამოქალაქო კლინიკაში დაგეგმილია დღეს, 22 მარტს. ამდენად, მისი ოჯახის წევრების ბრალდებები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებული კლინიკის გადაწყვეტილებით ბრალდებულს ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება, ხოლო თუ დამატებითი გამოკვლევების შედეგად ეს საჭიროება გამოიკვეთება, ცხადია, ბრალდებულს ეს მომსახურებაც გაეწევა" - აცხადებენ უწყებაში.