გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მანდატურის სამსახურის განცხადებას ავრცელებს

22-03-2021

არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობის/ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით, გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ინციდენტში მონაწილე პირებთან დაკავშირებით რაიმე სახის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია სასკოლო სივრცეში, სკოლის ტერიტორიაზე, სადაც მანდატურის სამსახურის კომპეტენცია ვრცელდება. ამის მიუხედავად, როგორც კი მანდატურისთვის ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვნების მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობის/ბულინგის ფაქტს, მან მყისიერი რეაგირება მოახდინა და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა. ამასთან, განხორციელდა შემთხვევის რეფერირება მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრსა დასახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში.

ინციდენტში მონაწილე, ბრალდებული ქალბატონის მხრიდან დაუსაბუთებელი თავდასხმა მანდატურზე, სავარაუდოდ, იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ პოლიციაში შეტყობინება სწორედ მანდატურმა მოახდინა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

მანდატურის სამსახური სარგებლობს შემთხვევით და მოუწოდებს ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს, ძალადობის ნებისმიერი ფაქტის შესახებ ინფორმაციის ფლობისთანავე მიმართოს სამართალდამცავ სტრუქტურებს" - ნათქვამია განცხადებაში.