გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერ-მინისტრმა თეა წულუკიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა

22-03-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლად დანიშნულ მინისტრთან, თეა წულუკიანთან, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად, დღეიდან შეუდგა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახლად ჩამოყალიბებული სამინისტროს დაკომპლექტების, სტრუქტურის ჩამოყალიბების საკითხებსა და უმთავრეს მიმართულებებზე, რომელიც ეხება, როგორც კულტურისა და სპორტის, ასევე ახალგაზრდობის დარგს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას, ვიდრე საქართველო 2024 წელს, ევროკავშირში წევრობის შესახებ ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს. აღინიშნა, რომ ამ პროცესში, კულტურას, სპორტსა და ახალგაზრდობას თავისი ღირსეული ადგილი უნდა ჰქონდეს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის ბრძანებას მთავრობის მეთაურმა ხელი 19 მარტს მოაწერა.