გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონის სოფელ ბაჯიხევში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

23-03-2021

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბაჯიხევში იმყოფებოდა სადაც 12 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა და ბეტონის საფარიანი გზა მნიშვნელოვნად დააზიანა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებისთანავე, პროცესში დროულად ჩაერთო გეოლოგიის დეპარტამენტი, რომელმაც შეაფასა და განსაზღვრა პროცესის შემდგომი რისკები.

აღნიშნულ საკითზე ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების, ცხმორი-ფსორი-ბაჯიხევის გზის-კონტრაქტორი კომპანიის და ადგილობრივი მეწარმეების ჩართულობით,შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწოფო რწმუნებულის რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარმენ მარგველიძის მოადგილეები გიორგი მაქარაშვილი და ლაშა ჭიჭინაძე.
შეხვედრაზე ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმა,რომელიც მოიცავს ადგილზე არსებული ვითრების დაექსპერტებასა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე მიმდინარე პროექტების გადახედვა-კორექტირებას.

ამ ეტაპისთვის, სოფელთან დასაკავშირებლად მოწყობილია დროებითი ალტერნატიული გზა და ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება ამ დრომდე ხდება შეუფერხებლად.