გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი ხანიშვილმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებს „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების განვითარების პროექტის დეტალები გააცნო

23-03-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის დეტალები გააცნო.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნულ მასშტაბურ პროექტში ადგილობრივი ბიზნესსექტორის აქტიური ჩართულობა. „იმერეთის აგროზონა” იქნება ადგილი, სადაც თანამედროვე სტანდარტის პროდუქციის წარმოება მოხდება. აგროზონის ფარგლებში საქმიანობა ხელს შეუწყობს მასშტაბურ დასაქმებას და მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

როგორც შპს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ შეხვედრაზე აღნიშნა, წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, 220 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობის კლასტერი ინვესტირების შესაძლებლობებს იძლევა მაღალი, საშუალო და დაბალტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვადასხვა დამხმარე ბიზნესების შექმნისა და განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო (იხილეთ ელექტრონული პლატფორმა www.iaz.ge) და 2021 წლის 30 აპრილამდე გაგრძელდება.