გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს: მჯერა, საქართველოსა და უკრაინას შორის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები შემდგომშიც განვითარდება

23-03-2021

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი​ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

ოფიციალურ მისალოც წერილში ყურადღება გამახვილებულია საქართველოსა და უკრაინას შორის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე.

„უკრაინის მინისტრთა კაბინეტის და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.

მჯერა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები შემდგომშიც განვითარდება ქართველი და უკრაინელი ხალხის საკეთილდღეოდ, ხოლო ორივე ქვეყნის მთავრობების ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ჩვენი სახელმწიფოების წინ წაწევას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომის ჩატარება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ახალ იმპულსს მისცემს.

მოხარული ვიქნები, უახლოეს მომავალში პირადად შეგხვდეთ, რაც საშუალებას მოგვცემს დეტალურად განვიხილოთ ქართულ-უკრაინული ურთიერთობების აქტუალური საკითხების სრული სპექტრი.

პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, გისურვებთ წარმატებებს სახელმწიფო საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - მშვიდობასა და კეთილდღეობას", - ნათქვამია მილოცვაში.