გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაცია უკვე ვიდეოზარით არის შესაძლებელი

23-03-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს სიახლეს სთავაზობს. უწყებაში უკვე დანერგილ 400-მდე ელექტრონულ მომსახურებას, ამჯერად საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის სერვისი დაემატა.

აღნიშნული სიახლე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში, შეტანილი ცვლილების შედეგად განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ვიდეოზარით აქტივაციის მიზნით, უწყების მიერ, ოფიციალურ ვებგვერდზე - https://videocall.rs.ge/

გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაციასთან ერთად მოხდება აღნიშნული პირისთვის ელექტრონული სერვისების გვერდის - eservices.rs.ge აქტივაციაც.

აქვე შეგახსენებთ, რომ ვიდეოზარის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია შემდეგი მომსახურებით სარგებლობა:

• ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია;

• მომხმარებლის პაროლის აღდგენა;

• ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მითითებული ტელეფონის ნომრის ცვლილება.
გთავაზობთ, იხილოთ ბმულები:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=249

https://eservices.rs.ge/Docs/RegistrationHelp.pdf?v1

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაქსიმალურად გამოიყენოთ ელექტრონული სერვისები.