გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სერბეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის მეთაურად დანიშვნას ულოცავს

24-03-2021

სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩი ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის მეთაურად დანიშვნას ულოცავს.

ოფიციალურ მისალოც წერილში ანა ბრნაბიჩი ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამს.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. ვუსურვებ თქვენს ქვეყანასა და ხალხს კეთილდღეობას, პირადად თქვენ კი, - წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში. ჩვენ მიერ მხარდაჭერილი მეგობრობა და ურთიერთგაგება წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელზეც წარიმართება ჩვენი თანამშრომლობა, რაც წვლილს შეიტანს სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაში"- აღნიშნულია მისალოც წერილში.

ანა ბრნაბიჩი ქართველ კოლეგას ასევე მადლობას უხდის საქართველოს მიერ სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.