გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჯუანშერ ბურჭულაძე: სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გამივლია ლეგიტიმური მიზეზების გამო

24-03-2021

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მას სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუვლია, თუმცა, სამხედრო სამსახურისთვის თავი არ აურიდებია და ყველაფერი კანონიერად მოხდა.

მისი თქმით, იმ ასაკში, როდესაც სავალდებულო სამხედრო სამსახური უწევდა, მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.

„ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი იმით, რომ დიდი ოჯახი შევქმენი, ვერ ვხედავ აქ დისკომფორტს. ეს შეკითხვა ადრეც დამისვეს. ლეგიტიმური მიზეზების გამო, მუშაობაც საკმაოდ ადრე დავიწყე და ბავშვიც მყავდა იმ ასაკში, მე განთავისუფლებული ვიყავი“, - განაცხადა მინისტრმა.