გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა

24-03-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა.

„პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე. ბატონი კახა ჩვენ ოთხს შორის ყველაზე პატივსაცემი ასაკის ადამიანია. მას აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება საჯარო სამსახურში მუშაობისა ჩვენს შორის და ასევე აქვს პოლიტიკურ თანამდებობებზე ყოფნის ჩვენზე მეტი გამოცდილება. ბატონი კახა სიხარულიძე გახლავთ კარიერული დიპლომატი. ის დიპლომატიურ სამსახურშია და ემსახურება საქართველოს 1993 წლიდან და საგარეო საქმეთა სამინისტროში ის იკავებდა სხვადასხვა დროს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილის, სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელის თანამდებობას და ის იყო ასევე გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესს სპიკერი. კახა სიხარულიძე გახლდათ ასევე ჩვენი ქვეყნის ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, სანმარინოსა და მალტაზე. ის გახლავთ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, იტალიის დიპლომატთა ასოციაციის საპატიო წევრი და ავტორი წიგნისა „ვაჟა ფშაველას პუბლიცისტიკა“. ბატონი კახა ჩემთან ერთად იმუშავებს საერთაშორისო საკითხებზე, რომლებიც არის ამ სამინისტროში და მთლიანად სფეროს და არა მხოლოდ ჩვენი სამინისტროს სიპებსა და ორგანიზაციებს, არამედ თითოეულ შემოქმედს ჩვენს ქვეყანაში დაეხმარება, რომ ქართული კულტურა უფრო მეტად გახდეს ხელმისაწვდომი საერთაშორისო ასპარეზზე” - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იქნება სოსო გიორგაძე.

„მას ალბათ ჩემთან ერთად წარდფენა ნაკლებად სჭირდება ვინაიდან ის როგორც პროფესიონალი იურისტი წლების მანძილზე, როდესაც ჩვენ ფეხს ვიდგამდით პოლიტიკაში, იყო ჩემი გუნდის წევრი, მათ შორის 2012 წლის ზაფხულში და ის სხვადასდხვა დროს იკავებდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობას. ის იყო იუსტიციის სახლის გენერალური დირექტორი, გახლდათ სერვისების განვითარების სააგენტოს თაჯდომარე და ბოლო დროს გახლდათ და პირველ აპრილამდე კვლავ იქნება იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო პირველი აპრილიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოსცა გადაწყვეტილება პირველი აპრილიდან ის ჩვენთან ერთად უკვე ამ სამინისტროში შეუდგება მინისტრის მოვალეობის შესრულებას და უმნიშვნელოვანესია, რომ ის როგორც ჩვენს შორის ყველაზე ახალგაზრდა უხელმძღვანელებს სწორედ ახალგაზრდობის საკითხებს და სპორტის საკითხების კურატორიც იქნება.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრის მოადგილე იქნება ასევე იოსებ ბაღათურია. მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და რაც მთავარია მნიშვნელოვანია იურისპიდენციაში პრაქტიკოსი-იურისტი. ის არის იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. ის ასევე გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. ის მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მას აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სასამართლო სისტემაში პრაქტიკური, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. ის იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართელოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს.

მე მინდა ჩემს მოადგლეებს ვუთხრა მადლობა, რომ დათანხმდნენ ამ რთული სფეროს, რთული სამინისტროს ხელმძღვანელობაში ჩემს დახმარებას და ჩვენი ხელისუფლების სამომავლო გეგმების განხორციელებაში მონაწილეობას. მე მინდა მათ ვუსურვო წარმატებები“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.