გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

11-სულიანი ოჯახისთვის ქირის თანხა 80 ლარია გათვალისწინებული

22-03-2018

საათაშვილების ოჯახს, რომელიც ამჟამად 11 სულისგან შედგება, მერიისგან დაქირავებული ბინის მფლობელი ოთახების დაცლას სთხოვს. ახალი ბინის ერთკვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, ნაზი და გიორგი საათაშვილები, პატარა ბავშვებთან ერთად, გუშინ გორის საკრებულოს შენობასთან მივიდნენ. გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ ახალ ბინას მოუძებნიან.

,,ჩვენ აუცილებლად მოვუძებნით ახალ ბინას და დავუქირავებთ. ისინი ქუჩაში არ დარჩებიან, მანამდე ვთხოვთ ძველ ბინის მფლობელს, რომ დროებით კვლავ მისცეს სახლში ყოფნის უფლება,“ - აცხადებს დავით რაზმაძე.
როგორც ვთქვით, ოჯახში 11 სულია. აქედან გიორგი საათაშვილს და მის მეუღლეს 7 შვილი ჰყავთ. უფროსი 8 წლისაა. უმცროსი კი, 10 თვის. მათთან ერთად, გიორგის და-ძმა ცხოვრობენ.

36 წლის ნაზი საათაშვილი ონკოლოგიური ავადმყოფია. ის გორის ბაზრის საპირფარეშოს მოლარედ წლებია მუშაობს. მისი მდგომარეობის შესახებ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რამდენჯერმე რეპორტაჟი მოამზადა. ორი ძმა ჰყავს, აქედან, დაოჯახებულია გიორგი საათაშვილი და ჰყავს 7 შვილი.

ნაზი საათაშვილი მეორე, უცოლ-შვილო ძმასთან ერთად, სადგურის დასახლებაში ცხოვრობდა. ერთი თვის წინ, სახლის მეპატრონემ მისი დაცლა მოსთხოვა, რადგან დაჭირდათ. ნაზი საათაშვილი, უცოლ-შვილო ძმასთან ერთად, გიორგი საათაშვილს სოფელ ხიდისთავში შეეკედლნენ, რომლებიც ასევე ქირით სხვის სახლში ცხოვრობენ. 9-სულიან ოჯახს კიდევ ორი მიემატა.

ამჯერად, ხიდისთავის სახლის მეპატრონემ მათ განუცხადა, რომ ბინა ჭირდებათ და აღარ აქირავებენ. 11 სული იძულებულია სხვა ბინა მოძებნოს, თუმცა ვერ პოულობენ.

"შიდა ქართლი"