24-03-2021
„მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატს საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენის დროს გამოხატული ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ქართული ოცნების ლიდერობით, საქართველო არის დასავლეთის სანდო პარტნიორი და საერთო ღირებულებების ერთგული",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველო აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას.
„რეგიონული არასტაბილურობის, კოვიდ-19-ის პანდემიის და ეკონომიკური სიძნელეების ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით",- ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.