გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ქ. დოჰაში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე 15 ქართული კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი

25-03-2021

23 მარტს, ქ. დოჰაში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა Agriteq 2021 გაიხსნა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გამოფენაზე 15 ქართული კომპანიის - გურიელი, ნათსჯი, ჩიკორი, გეო ნატურალი, აგრითაჩი, ელექსირ საქართველო, ნუგბარი, რუხი 2, მაგრიტო, კამპა, მანნა, ბორჯომი, კულა, Georgia’ Natural და Kind&Noble - პროდუქციაა წარმოდგენილი. პანდემიით შექმნილი ვითარების და დაწესებული შეზღუდვების გამო, ქ. დოჰაში, გამოფენაზე Agriteq 2021 ქართულ კომპანიებს კატარში საქართველოს საელჩო წარმოადგენს.

Agriteq სპარსეთის ყურის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც მრავალი ათასი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობას 42 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 208 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა კატარში და, ზოგადად, სპარსეთის ყურის რეგიონში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის. Agriteq 2021 27 მარტს დასრულდება.