გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავის მერი ისრაელში ფინანსისტთა ასოციაციის (MFDA) ყრილობას ესწრება

22-03-2018

გრძელდება რუსთავის მერის სამუშაო ვიზიტი ისრაელში.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ტაბაღუა ისრაელის მუნიციპალიტეტის ფინანსისტთა ასოციაციის (MFDA) ყრილობას ესწრება.

,,ისრაელის მუნიციპალიტეტის ფინანსისტთა ასოციაციის (MFDA) ყრილობის პირველი დღე დატვირთული და ნაყოფიერი იყო. მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ჩვენი გამოცდილებების შესახებ ვისაუბრეთ. ქართველებთან ერთად ყრილობას, აშშ-ს, გერმანიისა და ჩინეთის დელეგაციები ესწრებიან. ვფიქრობ, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება და წარმატებული სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვანია ჩვენი საფინანსო ინსტიტუტების გაძლიერებისთვის’’, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, რუსთავის მერთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებიც შედიან.

დელეგაცია ისრაელში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მიწვევით გაემგზავრა.

საფინანსო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნების ფინანსურ ასოციაციებთნ. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მუდმივად ხორციელდება გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, რაც გამოიხატება ასოციაციის მსგავს საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობითა და საქმიანი ურთიერთობებით.

დელეგაციის ვიზიტი 17 მარტს დაიწყო და 24 მარტს დასრულდება.