გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მწყემსები მაშველებმა გამოიყვანეს

25-03-2021

შიდა ქართლში, სოფელ ქვახვრელთან, უხვი ნალექის გამო წარმოქმნილ კუნძულთან დასაკავშირებლად მეხანძრე-მაშველებმა საბაგირო გზა მოაწყვეს და წვრილფეხა პირუტყვის გამოყვანა დაიწყეს. ადგილზე მყოფი მწყემსების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მათი ნაწილის გამოყვანა გუშინვე მოხერხდა, ნაწილი კი, საკუთარი სურვილით დარჩა საქონელთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 24 მარტს შემოვიდა შეტყობინება, რომ უხვი ნალექის გამო მდინარე მტკვარი ადიდდა და სოფელ ქვახვრელთან წარმოიქმნა ხელოვნური კუნძული. კუნძულზე დარჩენილი იყო ექვსი მწყემსი და დიდი ოდენობის წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი.

ადგილზე დროულად მოხდა მეხანძრე-მაშველების მობილიზება. შესაბამისი მცურავი საშუალებებით მოხერხდა მწყემსების უსაფრთხო ადგილას დროულად გამოყვანა, თუმცა მდინარის დინების სიჩქარის და წყლის დონის მომატების გამო, საქონლის გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ორმა მწყემსმა გადაწყვიტა კუნძულზე დარჩენა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მათთვის მოაწყო ღამის გასათევი. მეხანძრე-მაშველები დარჩნენ ადგილზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარალელურად, დაიწყო წყლის დონის მონიტორინგი.

დილიდან შესალებელი გახდა საბაგირო გზის მოწყობა, რაც მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს წვრილფეხა პირუტყვი გამოიყვანონ უსაფრთხო ადგილზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე რჩებიან უსაფრთხოების მიზნით და გრძელდება მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონის მონიტორინგი.