გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: ნაცმოძრაობის აქციებზე მათი მხარდამჭერებიც კი აღარ დადიან

25-03-2021

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ, ორი თვის შემდეგ აქციის გამართვას. დამისახელეთ, რომელიმე ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აქციას აანონსებს, ორი თვით ადრე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რაც ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას შეეხებოდა.

მისი თქმით, ორი თვით ადრე აქციის დაანონსება მიუთითებს იმაზე, რომ აქციებზე საკუთარი მხარდამჭერებიც არ დადიან.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციაზე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ. ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან, მე ვგულისხმობ რადიკალურ, სააკაშვილის ფრთას და ზოგადად მათ რადიკალურ ქმედებებს" - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.