გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გოგი წულაია მერვე დღეა შიმშილობს

26-03-2021

გოგი წულაია უკვე მერვე დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლიტიკოსთან საკანში დღეს ადვოკატი ვალერი გელბახიანი შევა და კიდევ ერთხელ თხოვს შიმშილობის შეწყვეტას.

გოგი წულაიას გულის ოპერაცია რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდა, რასაც შაქრიანი დიაბეტიც ემატება.

ადვოკატის განცხადებით გოგი წულაიას მეტყველებაც კი უჭირს. მისივე თქმით არსებობს საფრთხე, რომ იგი კომაში ნებისმიერ დროს ჩავარდეს.

გოგი წულაიამ შიმშილი პროტესტის ნიშნად დაიწყო, რადგან მიიჩნევს, რომ შურისძიების მსხვერპლია.

სამართალდამცავებმა გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. მას ბრალი 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.